UNDER CONSTRUCTION

სამუშაო საათები

ყოველდღე, 09:00 - 22:00

დაგვირეკეთ

511 24 50 50 / 511 24 40 40

მოგვწერეთ

info@hedone.ge

პროცედურები

სპეციალური პროცედურები

×

 

„ჰედონე“ თავის მრავალფეროვან პროცედურებს შორის სპეციალურ მიმართულებასაც გთავაზობთ:

 

ფეხმძიმეთა მასაჟი

ფეხმძიმეთა მასაჟი ქალის ორგანიზმს, მისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში, სტრესისგან ათავისუფლებს და ამშვიდებს. პროცედურის შედეგად უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი, შინაგანი ორგანოები უფრო მწყობრად მუშაობენ და თითოეულ უჯრედს ის აუცილებელი ნივთირებები მიეწოდება, რომლებიც დედისა და ბავშვის ორგანიზმისთვისაა საჭირო. ეს მასაჟი საუკეთესო საშუალებაა სხეულის ენერგიით ასავსებად და სტრესისგან გასათავისუფლებლად.

 

წყვილის მასაჟი

მასაჟს, გარდა სამკურნალო თვისებებისა, მთავარი სახასიათო ნიშანიც აქვს - სასიამოვნოა. კონკრეტულად ეს პროცედურა კი შესაძლებლობაა, რომ წყვილმა ერთდროულად გაიკეთოს მასაჟი და სინქრონულად გამოსცადოს მისი შედეგები - გათავისუფლდნენ სტრესისგან, მოდუნდნენ და სხეულები ახალი, გაჯანსაღებული ენერგიით აივსონ. პროცედურის ორი სახე არსებობს: პირველი სარელაქსაციო და შვედური მასაჟებისა და არომათერაპიის სინთეზია, ხოლო მეორე ზურგის არეში სრულდება.

 

ამავე კატეგორიაში