UNDER CONSTRUCTION

სამუშაო საათები

ყოველდღე, 09:00 - 22:00

დაგვირეკეთ

511 24 50 50 / 511 24 40 40

მოგვწერეთ

info@hedone.ge

პროცედურები

სპა პროცედურები

×

 

„ჰედონეში“ სპა პროცედურები გელოდებათ, რაც თქვენს სტუმრობას სრულიად უნიკალურ გამოცდილებად აქცევს:

 

პილინგ მასაჟი

პილინგ მასაჟი მთელი სხეულისთვის განკუთვნილი პროცედურაა, რომლის დროსაც სპეციალური საშუალებები გამოიყენება და კანი მინარევებისგან იწმინდება. პროცედურის დროს კანის ზედა ფენა მკვდარი უჯრედებისგან თავისუფლდება და ადგილს ახალ, ჯანმრთელ უჯრედებს უთმობს. შედეგად, ზედაპირი ელასტიური და გლუვი ხდება. კანის წმენდის ეს პროცედურა შეუდარებელია მისი თვისებების შენარჩუნებისა და გაჯანსაღებისთვის. სრულდება, როგორც ორ, ასევე ოთხ ხელში.

 

შეფუთვა

შეფუთვა კოსმეტოლოგიური პროცედურაა, რომელიც სხეულის გამკვრივებასა და გაჯანსაღებას უზრუნველყოფს. შეფუთვის დროს სხეული სპეციალური ნიღბებით იფარება. შოკოლადის, თაფლის, ლემონგრასის, ყავის, ქოქოსის და ზღვის მარილის ნიღბები, სახის დეტოქს მასაჟთან ერთად, კვებავს კანს, ხელს უშლის ცელულიტისა თუ სტრიების წარმოქმნას, ორგანიზმიდან შლაკებსა და ტოქსინებს გამოდევნის, ამცირებს კანქვეშა ცხიმის მოცულობას და კუნთოვანი ბოჭკოების ზრდისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ეს ტექნიკა პირველად ჯერ კიდევ კლეოპატრას მმართველობის დროს გამოიყენეს, თუმცა დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა. „ჰედონეში“ შეფუთვის პროცედურა მინერალიზებულ აბაზანასთან ერთადაც სრულდება.

 

ამავე კატეგორიაში