UNDER CONSTRUCTION

სამუშაო საათები

ყოველდღე, 09:00 - 22:00

დაგვირეკეთ

511 24 50 50 / 511 24 40 40

მოგვწერეთ

info@hedone.ge

პროცედურები

სარელაქსაციო პროცედურები

×

 

„ჰედონეს“ სარელაქსაციო პროცედურების სია მრავალფეროვანია და აერთიანებს ყველაფერს, რაც სხეულის სრული მოდუნებისა და დასვენებისთვისაა საჭირო:

 

სარელაქსაციო მასაჟი

სარელაქსაციო მასაჟი უმტკივნეულო პროცედურაა, რომელსაც თერაპიული ხასიათი აქვს. ამ ტიპის მასაჟის დანიშნულება სხეულისა და გონების დამშვიდება და სტრესისგან გათავისუფლებაა. პროცედურა ნაზი, თანმიმდევრული მოქმედებებით სრულდება, რაც კუნთებს ადუნებს. ამ დროს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, დაძაბულობა ქრება, სხეული ღრმად თბება და ენერგიით ივსება. პროცედურა იდეალურია თავისა და ხერხემლის ტკივილების შესამსუბუქებლად და სრულდება, როგორც ორ, ასევე ოთხ ხელში.

 

არომათერაპია

არომათერაპია რელაქსაციისა და ტკივილის მართვისთვის შექმნილი პროცედურაა. ნელსურნელებით ტკბობა სხეულს ადუნებს, აჯანსაღებს და განწყობას აუმჯობესებს. სწორედ ამიტომ პროცედურა სურნელოვანი ნაერთებით, ეთერზეთებით და მცენარეული ექსტრაქტებით სრულდება, როგორებიცაა - ბერგამოტი, კედრის ხე, გვირილა, ლავანდა, ჯანჯაფილი, ლიმონი, ფორთოხალი, ევკალიპტი, პიტნა და ჩაის ხე. არომათერაპია სხეულისა და სულის ჰარმონიზაციის პროცედურაა.

 

ცხელი ქვების თერაპია

ცხელი ქვების თერაპია ნათელი დასტურია იმისა, რომ მასაჟი ნამდვილი ხელოვნებაა. დამუხტული ვულკანური ქვების გამოყენებით შესრულებული პროცედურა დაძაბულ კუნთებზე შეუდარებელ ეფექტს ახდენს და არამხოლოდ სხეულს ათავისუფლებს სტრესისგან, არამედ საოცარი საშუალებაა ხასიათის გამოსაკეთებლად და უარყოფითი ემოციების განსადევნად. პროცედურა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ცენტრალურ ნერვულ სისტემას და სისხლძარღვებს ელასტიურობის შენარჩუნებაში უწყობს ხელს. ცხელი ქვების თერაპია სრულდება, როგორც ორ, ასევე ოთხ ხელში.

 

ზურგის მასაჟი

ზურგის მასაჟი იდეალური პროცედურაა დამღლელი დღის ბოლოს. ზურგი ადამიანის საყრდენია, მთელი დღის განმავლობაში მთელი დატვირთვა სწორედ ხერხემალზე მოდის, ამიტომ ამ არეალის ლოკალურად დამასაჟება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და დადებითად მოქმედებს ნერვული სისტემის გაჯანსაღებაზეც. გარდა ამისა, პროცედურის შემდეგ მოხსნილი დაძაბულობა საგრძნობლად ამცირებს ზურგის ტკივილს. მასაჟი სრულდება, როგორც სარელაქსაციო ტექნიკით, ასევე ინტენსიურად.

 

ტერფის მასაჟი

ტერფის მასაჟი აუცილებელი პროცედურაა, რომ ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ. ტერფები ჩვენი ორგანიზმის საყრდენია, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში იღლებიან, შედეგად კი ტკივილი და დისკომფორტი გვაწუხებს, განსაკუთრებით კი ქალებს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გამოყენების შემდეგ. ტერფის ფეხის თითებამდე გრეხილი მოძრაობით დამასაჟება აქრობს დაღლილობას, ამსუბუქებს დამღლელი დღისგან გამოწვეულ ტკივილს და, მეტიც, აფერხებს დაბერების პროცესს.

 

აიურვედა

აიურვედას სტილის მასაჟი ინდური სწავლების ნაწილია. ამ პროცედურის დროს სხეული განსაკუთრებულ რელაქსაციას განიცდის, სულთან ერთიანდება, ორგანიზმი და განწყობა კი ყოველგვარი ნეგატიური ეფექტისგან თავისუფლდება.

 

ამავე კატეგორიაში