UNDER CONSTRUCTION

სამუშაო საათები

ყოველდღე, 09:00 - 22:00

დაგვირეკეთ

511 24 50 50 / 511 24 40 40

მოგვწერეთ

info@hedone.ge

პროცედურები

სამკურნალო პროცედურები

×

 

„ჰედონეში“ სამკურნალო პროცედურების მრავალფეროვანი არჩევანია, რაც დაგეხმარებათ კონკრეტულ დაავადებებს თუ წუხილებს უმოკლეს დროში მაქსიმალურად ეფექტურად უმკურნალოთ:

 

სამედიცინო სამკურნალო მასაჟი

სამედიცინო სამკურნალო მასაჟი მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელიც მასაჟის, როგორც მკურნალობის მეთოდის, ეფექტურობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. წერტილოვანი და ღრმა ქსოვილური მასაჟის პროცედურა ერთნაირი წარმატებით შვებისმომგვრელი იქნება და ტკივილებს შეუმსუბუქებს, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე პირებს. 

 

სამკურნალო კომპლექსური პროცედურა

სამკურნალო კომპლექსური პროცედურა ტკივილის გასაქრობად შესანიშნავი გზაა. დაზიანებულ ნერვებსა და კუნთებზე სტიმულირება ორგანიზმს ტკივილსაწინააღმდეგო ნივთიერებების გამოყოფისკენ უბიძგებს და, შესაბამისად, პროცედურაც შვებისმომგვრელი და სასიამოვნოა.

 

მოზარდების სამკურნალო მასაჟი

მოზარდებისას ორგანიზმი რთულ პროცესებს გადის. ყოველგვარი სამედიცინო ჩარევა კი მაღალ პროფესიონალიზმსა და სიზუსტეს მოითხოვს. „ჰედონეს“ 10-15 წლის მოზარდებისთვის განკუთვნილი სამკურნალო მასაჟი, ხერხემლის მდგომარეობისა  გასაუმჯობესებელი იდეალური პროცედურაა. 

 

სამკურნალო ვარჯიში

სამკურნალო ვარჯიში სხეულს ფორმის შენარჩუნებაში, ორგანიზმს კი უკეთ ფუნქციონირებაში ეხმარება. 

 

ელექტრო-ფიზიო პროცედურები

ელექტრო-ფიზიო პროცედურები ითვალისწინებს მკურნალობის სტილს, რომლის დროსაც ელექტრო მეთოდით ზემოქმედებენ სხეულის კონკრეტულ ნაწილებზე. შედეგად, ტკივილი ქრება და სხეული შვებას გრძნობს. პროცედურები, ძირითადად, სახსრებისა და კუნთოვანი დაავადებების დროს გამოიყენება.

 

თავისა და კისრის ნეიროსედატიური მასაჟი

თავის და კისრის მასაჟი ეფექტურად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და შესანიშნავი სამკურნალო პროცედურაა დაძაბულობის, თავის ტკივილის, ნერვული დაავადებებისა და დაჭიმულობისგან გასათავისუფლებლად.

 

კლასიკური მასაჟი 

კლასიკური მასაჟი უშუალოდ დაზიანებული ზონების კანსა და კუნთებზე ტარდება. შედეგად, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა და იმუნიტეტი, მაღლდება იმუნიტეტი დუნდება კუნთები, ფერხდება ცხიმების წარმოქმნის პროცესი, ორგანიზმიდან კი შლაკები და ტოქსინები გამოიყოფა. კლასიკური მასაჟი საუკეთესო საშუალებაა ცელულიტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ნივთიერებათა ცვლის პროცესის, სასუნთქი გზების, ნერვული სისტემის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმის სამკურნალოდ.

 

შვედური მასაჟი

შვედური მასაჟი მძლავრი ფსიქოთერაპიული პროცედურაა, რომლის დროსაც ორგანიზმი სრულად დუნდება და სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. ეს მასაჟის ერთ-ერთი ფუნდამეტური სახეობაა, რომელიც სხეულს ენერგიით ავსებს და ჯანმრთელობაზე საოცრად მოქმედებს. მასაჟს განსაკუთრებული ტექნიკა აქვს და რამდენიმე განსხვავებული მოქმედებით სრულდება - ხელის გადასმა, დაზელა, დაწოლა, ვიბრაცია და დაკაკუნება. კანის ხახუნისგან დასაცავად კი პროცედურის დროს ნუშის ზეთი გამოიყენება.

 

ჰიდრო ვაკუუმ მასაჟი

ჰიდრომასაჟი თერაპიული პროცედურაა, რომლის დროსაც სხეული წყალქვეშ, წყლის ძლიერი (4 ატმოსფერომდე) ჭავლის საშუალებით მასაჟდება. ეს ტექნიკა სასარგებლოა ნერვული სისტემის გასაუმჯობესებლად, კუნთოვანი სისტემის რიგი დაავადებების სამკურნალოდ, წონის კორექციისა და სხეულიდან კანის მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად. ასევე წყლის ძლიერი ჭავლები სისხლის ლიმფურ და ვენურ ცირკულაციას ასტიმულირებს და მეტაბოლიზმის პროცესს აუმჯობესებს, რაც შედეგად სხეულის ენერგიით ავსებას, გაჯანსაღებასა და გამოცოცხლებას იწვევს.

 

ღრმა ქსოვილოვანი მასაჟი

ღრმა ქსოვილოვანი მასაჟი დამაკავშირებელ და კუნთოვან შრეებზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად. წერტილოვანი პროცედურა აქრობს დაძაბულობას. განსაკუთრებით ხშირად მხრების, კისრისა და წელის დაჭიმულობის სამკურნალოდ გამოიყენება.

 

ლიმფოდრენაჟი მასაჟი

ლიმფური დრენაჟის მასაჟი სამკურნალო პროცედურაა. მისი საშუალებით უჯრედთაშორისი სივრციდან ზედმეტი სითხე და ტოქსინები გამოიდევნება, აღმოიფხვრება შეშუპება და შეგუბებითი Პროცესები, ქსოვილები მარაგდება ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით. ნაზი დაწოლით, ნელი და რიტმული მოძრაობებით სხეულის კონკრეტულ უბნებზე უმჯობესდება ლიმფის ტრანსპორტირების პროცესი. პროცედურა სრულდება, როგორც აპარატული, ასევე მანუალური ლიმფოდრენაჟით.

 

ამავე კატეგორიაში