UNDER CONSTRUCTION

სამუშაო საათები

ყოველდღე, 09:00 - 22:00

დაგვირეკეთ

511 24 50 50 / 511 24 40 40

მოგვწერეთ

info@hedone.ge

პროცედურები

საკორექციო და ანტიცელულიტური პროცედურები

×

 

„ჰედონეს“ საკორექციო და ანტიცელულიტური მიმართულება სხეულის საუკეთესო ფორმაში მოსაყვანად და გასაჯანსაღებლად საუკეთესო პროცედურებს აერთიანებს: 

 

ანტიცელულიტური მასაჟი

ცელულიტი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდეს. მის დასაშლელად კი მწყობრი მიდგომაა საჭირო - სწორად შერჩეულ კვების რეჟიმთან და ვარჯიშების კომპლექსთან ერთად, აუცილებელია მასაჟიც, რათა ცელულიტის ფიზიკური მიზეზები - ამობურცული ცხიმი და კოლაგენის დაჭიმული ძაფები, გაქრეს. ანტიცელულიტური მასაჟი ხელით, თაფლით და ვაკუუმით ტარდება. შედეგად, სისხლისა და ლიმფური ქსოვილის კვების რეჟიმი უმჯობესდება, ცხიმი იშლება და კანი უფრო ელასტიური ხდება.

 

საკორექციო მასაჟი

საკორექციო მასაჟი, იგივე სილუეტი, კანისა და სხეულის ფორმების შესაცვლელად იდეალური პროცედურაა. მასაჟი მოშვებულ კანს ელასტიურობასა და სიმკვრივეს უბრუნებს. პროცედურის დროს კუნთებზე ზემოქმედების შედეგად კი სხეულის ფორმები იცვლება. იმ უბნებში, რომლებზეც სპეციალისტი ზემოქმედებს, ტემპერატურა იზრდება, სისხლის მიმოქცევა ძლიერდება და ნივთიერებათა ცვლის პროცესში უჯრედში საგრძნობლად უკეთ მიმდინარეობს. საკორექციო მასაჟი ტარდება სხვადასხვა ზონებზე, როგორც ორ, ასევე ოთხ ხელში.

 

ლიმფოდრენაჟი მასაჟი

ლიმფური დრენაჟის მასაჟი სამკურნალო პროცედურაა. მისი საშუალებით უჯრედთაშორისი სივრციდან ზედმეტი სითხე და ტოქსინები გამოიდევნება, აღმოიფხვრება შეშუპება და შეგუბებითი Პროცესები, ქსოვილები მარაგდება ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით. ნაზი დაწოლით, ნელი და რიტმული მოძრაობებით სხეულის კონკრეტულ უბნებზე უმჯობესდება ლიმფის ტრანსპორტირების პროცესი. პროცედურა სრულდება, როგორც აპარატული, ასევე მანუალური ლიმფოდრენაჟით.

 

ვაკუუმ მასაჟი ქილებით

ვაკუუმ მასაჟის ქილებით ჩატარების პრაქტიკა უკვე 50 წელზე მეტია, არსებობს და თავდაპირველად სხეულზე ტრავმის ან დამწვრობის შედეგად დარჩენილი ნაწიბურების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. დღეისათვის ეს შესანიშნავი პროცედურაა შეწოვის ეფექტის შესაქმნელად, რომლის დროსაც ქილები კანს ისრუტავენ და კანქვეშა ფენებს ააქტიურებენ. მასაჟის ეს სახეობა მექანიკური ტექნიკით სრულდება და კანის გასაჯანსაღებლად იდეალური პროცედურაა.

 

ამავე კატეგორიაში