UNDER CONSTRUCTION

სამუშაო საათები

ყოველდღე, 09:00 - 22:00

დაგვირეკეთ

511 24 50 50 / 511 24 40 40

მოგვწერეთ

info@hedone.ge

 

 

 

„ჰედონე“ თინათინ უფლისაშვილის საავტორო პროექტია - გამაჯანსაღებელი სახლი, რომელიც ადამიანებს განტვირთვის, დასვენებისა და სასიამოვნო დროის გატარების იდეალურ შესაძლებლობას აძლევს.

 

 

 

ჰედონეს ამბავი


„ჰედონეს“ შექმნის იდეა 2020 წელს გაჩნდა, როცა პანდემიამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რამდენად მაღალია და ყოველდღიურად კიდევ უფრო როგორ იზრდება სტრესის დონე თანამედროვე სამყაროში. მუდმივ სიჩქარესა და დაძაბულობას შეზღუდვები და პანდემიის სირთულეებიც თან დაერთო. სწორედ მაშინ დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა საკუთარ თავზე, სტრესისგან გათავისუფლებასა და გაჯანსაღებაზე იზრუნონ. 


„ჰედონეს“ შექმნას ერთი მიზანი ჰქონდა - ადამიანებისთვის მიეცა შესაძლებლობა, ჯანმრთელ და მშვიდ გარემოში ეპოვათ ჰარმონია საკუთარ თავთან, სხეულსა და გარესამყაროსთან. სწორედ ამიტომ შეიქმნა კომპლექსი, რომელიც არამხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროცედურებს სთავაზობს მომხმარებელს, არამედ რაც რელაქსაციისთვის საჭირო ყველა სივრცეს აერთიანებს - ულამაზეს ბაღს, ბუნებასთან საურთიერთოდ; ბარს, საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გასატარებლად; ღია ვერანდას, სპორტული ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად და საუბრების სივრცეს, სადაც საინტერესო ადამიანები საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ.


ჰედონე ბერძნულ მითოლოგიაში სიამოვნების ქალღმერთია, გამაჯანსაღებელ სახლ „ჰედონეს“ მთავარი დანიშნულებაც ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭებაა.

 

 

 

ჰედონეს სტრუქტურა


„ჰედონე“ გაჯანსაღებისა და დასვენების მსურველთათვის ნამდვილი სახლია. აქ შეგიძლიათ, ისარგებლობთ სარელაქსაციო და სამკურნალო პროგრამებით. მასაჟი, სპა, წყალქვეშა პროცედურები, კოსმეტოლოგიური მომსახურება, ხელისა და ფეხის მოვლის პროცედურები, ლაზერული ეპილაცია - „ჰედონე“ ყველაფერს ერთ სივრცეში უყრის თავს. ამას გარდა კი, გთავაზობთ ყვავილებით მორთულ ბაღში დასვენებას და ბარს, სასიამოვნო დროის გასატარებლად.


„ჰედონეში“ ყველაფერია იმისათვის, რომ სიჯანსაღე თქვენს პრიორიტეტად აქციოთ და სტრესისგან სრულად გათავისუფლდეთ.