UNDER CONSTRUCTION

სამუშაო საათები

ყოველდღე, 09:00 - 22:00

დაგვირეკეთ

511 24 50 50 / 511 24 40 40

მოგვწერეთ

info@hedone.ge

 

ამბავი ასე იწყება: გამაჯანსაღებელ სახლს, რომელმაც ადამიანებს შვება და ჰარმონია უნდა აღმოაჩენინოს, ბერძნული მითოლოგიის სიამოვნების ქალღმერთის, ჰედონეს სახელი ეწოდა.

 

ეს იყო პირველი ნაბიჯი ჰედონეს მითოსის შექმნის პროცესში. საბოლოოდ კი შეიქმნა პანთეონი, რომელსაც საფუძვლად ბერძნული მითოლოგია უდევს. თითოეულ სივრცეს შევურჩიეთ სახელი და გვჯერა, რომ მათ არსს ეს სახელები ზუსტად გამოხატავს:

 

ჰიდრომასაჟის ოთახი - გალათეა

გალათეა წყლის ქალღმერთია. ის აფროდიტეს გაცოცხლებული ქანდაკებაა და მითოლოგიაში ხელახლა დაბადების სიმბოლოს წარმოადგენს. ანალოგიური ეფექტი აქვს ჰიდრომასაჟსაც - წყალში ჩვენი ძალა და ენერგია ახალ სიცოცხლეს დაიწყებს.

 

კოსმეტოლოგიის ოთახი - ურანია

ურანია ზეციურის სინომინია. ეს სიტყვა სილამაზის ქალღმერთის, აფროდიტეს შესამკობად გამოიყენებოდა. მშვენიერებისა და მოწესრიგებულობის გამომხატველი სახელი ნამდვილად შეესაბამება კოსმეტოლოგიის ოთახს, სადაც სილამაზეზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.

 

მანიკურ-პედიკურის ოთახი - ეოსი

ეოსი განთიადის ღმერთია, შესაბამისად, სინათლესთან ასოცირდება. თან საინტერესოა, რომ ეოსს ვარდისფერი თითები ჰქონდა და ამ ოთახის სახელიც სწორედ ასე დაიბადა.

 

სპა ოთახი - ჰელიკონი 

ჰელიკონი მუზების შეკრების ადგილია. მთა, სადაც სიმშვიდე და სრული ჰარმონია სუფევს. სწორედ ასეთია „ჰედონეს“ სპა ოთახიც.

 

სამკურნალო მასაჟის ოთახი - კალიფსო

კალიფსო ნიმფა იყო, რომელთან ერთადაც ოდისევსი კუნძულზე წლების განმავლობაში ცხოვრობდა. კალიფსო ოდისევსზე ზრუნავდა და მას ყველანაირ კომფორტს უქმნიდა. თქვენზე ზრუნვა და კომფორტის შექმნაა სამკურნალო ოთახის დანიშნულებაც.

 

მშრალი მასაჟის ოთახი - ჰიგია

ჰიგია ჯანმრთელობისა და სისუფთავის ღმერთია. მშრალი მასაჟიც ადამიანებში სწორედ სიჯანსაღის შეგრძნებას აჩენს.

 

წყვილების ოთახი - პენელოპე

პენელოპე ოდისევსის ერთგული ცოლია, რომელიც მას წლების განმავლობაში ელოდებოდა. ერთგულება კი წყვილებისთვის უმნიშნელოვანესი ცნებაა. პენელოპესა და ოდისევსის ხელახლა შეერთება კი სიყვარულის განახლებისა და მარადიულობის სიმბოლოა. სწორედ ამიტომ დაერქვა ეს სახელი ამ ოთახს.

 

დიოდის ოთახი - ელექტრა

დიოდის ოთახში ლაზერული ეპილაცია ტარდება, რომელშიც, რა თქმა უნდა, ელექტროენერგიაც გამოიყენება. ამიტომ გასაგებია, რატომ ჰქვია ამ ოთახს ელექტრა.

 

შეხვედრების ოთახი - ქარიტები

ქარიტები ქალღმერთები არიან, რომელთაც სიმშვიდე და სიხარული მოაქვთ. „ჰედონეს“ შეხვედრების ოთახი, სადაც სამედიცინო კონსულტაციები იმართება, სწორედ კარგი ამბების გაზიარების და მომავლის მშვიდად დაგეგმვის სივრცეა.

 

ვერანდა - ლილიბეა

ლილიბეა ის კუნძულია, სადაც აფროდიტემ თავისი საყვარელი მამაკაცი დაასახლა. აფროდიტეს მფრაველობის ქვეშ მყოფი კუნძული სიმშვიდის, განმარტოებისა და დაცულობის სიმბოლოა, ისევე როგორც „ჰედონეს“ ვერანდა.

 

მოსასვენებელი ოთახი - ოტიუმი

Otium Post Negotium - სწორედ ასე გამოითქმის ლათინურად ფრაზა „მოცალეობა საქმის შემდეგ“. პროცედურების შემდეგ ოტიუმი იქნება სივრცე, რომელიც „ჰედონეში“ თქვენს სტუმრობას ბოლო სასიამოვნო დეტალებით შეავსებს.